• TEL: +995 595057549

აპოსტილიზაცია

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ერთსაფეხურიანი პროცედურაა და გულისხმობს მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების მიერ მის დამოწმებას, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ”უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის ნებისმიერ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (დაწვრილებითი ინფორმაცია ზემოაღნიშნული კონვენციის წევრ-სახელმწიფოების თაობაზე იხილეთ ვებ გვერდზე.

აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტები

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები; ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები
  • სამედიცინო დაწესებულებების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები
  • სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები
  • სანოტარო აქტები
  • საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები
  • ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამადასტურებელი დამოწმების ფურცელი
  • აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი
  • აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის ორიგინალი, ისე ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ასლი და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი.

აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას არ ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები
  • საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები
  • კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) გაცემული დოკუმენტები
  • ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი და ფოტოპირი, გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა
  • სამხედრო ბილეთი
  • სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა
  • ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები
  • სანოტარო აქტები – ასლის დედანთან სისწორისა და ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორის ნამდვილობის დამოწმება;
  • ნორმატიული აქტები
ინფორმაციის წყარო: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

Комментарии запрещены.